გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, მაღაზია მაგნიტის ფილიალის აფეთქება სცადეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, მაღაზიას სავარაუდოდ, ორი ხელყუმბარა ესროლა, რომელთაგან ერთი აფეთქდა და მაღაზიის ვიტრინა დააზიანა. აფეთქება, სავარაუდოდ, არასამუშაო საათებში მოხდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.